ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რომან გოცირიძე - კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა

ნახვები: 418 რომან გოცირიძე - კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა

კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ", რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტი ვერ შედგება და სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს, რომ თავის საქმიანობა იმავე ფორმით გააგრძელოს.

„ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია: თავის ბოღმა დაიკმაყოფილა, თავის ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე კვლავ დაუმტკიცა ერთგულება რუსეთს და შეუზღუდა პოლიტიკური საგარეო საქმიანობა ზურაბიშვილს ვინაიდან, ეშინიათ, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში და არ გააკეთოს ანტირუსული განცხადებები. თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს გააგრძელოს თავის საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც გახდა იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, "- განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა