ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე - ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როცა „გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა

ნახვები: 470 მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე - ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როცა „გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა

ახლა მუქარებს ჯობდა, [სალომე ზურაბიშვილს] ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის და ზურაბიშვილს "მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი, საკუთარი ინსტიტუტისადმი და ქვეყნისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს".

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ის მართალი არ იყო და აბსოლუტურად მართებულია ის გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

"რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისაღები იყოს ასეთი ტიპის რიტორიკა. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელო ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა, იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია," - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, რომ პარლამენტშიც მივა, "იმ პატარა კაცებთან" რომ დადგეს, სარჯველაძის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.

"ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც "გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო," - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა