ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს

ნახვები: 469 პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.

“მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესს. დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ არ გადადგება, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არც უნდა გადადგეს.

“რა თქმა უნდა, არ უნდა გადამდგარიყო და არც უნდა გადაადგეს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ ქვეყანას დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესში”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ის განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა რცხვენოდეთ.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ რასაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდა, ემსახურებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას. “ოცნებამ” რა პროცესიც წამოიწყო, ეს იყო ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის მცდელობა და რაც სასამართლომ გააკეთა, "ოცნების" ინტერესებით მოქმედებაა.

თუ ეს მოსამართლეები თავს დაბულინგებულად გრძნობენ, მათი პრობლემაა. დღეს სასამართლო გადაქცეულია “ოცნების” ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტად”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გული ეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში აღარაფერი უკვირს. მისი თქმით, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, “ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს”.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, იმპიჩმენტის განხილვისას პარლამენტში მივა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა