ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო

ნახვები: 470 პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო

„ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო - მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მოწოდებას, რომ იმპიჩმენტის პროცესში „ოპოზიცია დადგეს გარეთ". როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მათი პოზიცია სწორედ ეს იყო, რომ რისკების დაზღვევისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

"სტრატეგია აღმაშენებელს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც ეს პოზიცია გვქონდა, რომ კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ჩვენზე არ არის საუბარი, მაგრამ არსებობენ, ალბათ, დეპუტატები, რომელზე ზემოქმედების მექანიზმები გააჩნია ხელისუფლებას. ამიტომ რისკები რომ დაზღვეული იყოს, ვამბობდით, რომ კარგი იქნება ოპოზიციამ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრაში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არის ცალსახა, რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ამაზე პოზიცია მაქვს, მაგრამ მირჩევნია და უფრო კოლეგიალურია, რომ კონსულტაცია გავიარო კოლეგებთან.

ცოტა უცნაურია, რომ პაატა მანჯგალაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის საარჩევნო შტაბის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო, იცავს ზურაბიშვილს კობახიძისგან, რომელიც მას „კოჭლ იხვს" ეძახის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიცავ. "ქართულმა ოცნებამ" და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო, მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! ასე გაიგო "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, ამის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღფრთოვანებული ვარ სალომე ზურაბიშვილის 5 - წლიანი საქმიანობით,"- განაცხადა მანჯგალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა