გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

კვარაცხელიას დუბლი და ჟესტი - „ნაპოლიმ“ გასვლაზე გაიმარჯვა

21.10.2023 ნახვები: 655

ხვიჩა კვარცხელიამ იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელიც „ვერონას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:1. ქართველმა თავდამსხმელა კი დუბლი შეასრულა.

ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმების გამო ვიქტორ ოსიმენიზამბო ანგისა და ელიფ ელმასი ვერ ეხმარებოდნენ. რუდი გარსიას გუნდს დაცვაში კოსოვოელი ამირ რახმანი დაუბრუნდა.

ვერონამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მერე ნეაპოლელებმა თამაში გამოასწორეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს.

მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის დარტყმები „ვერონას“ მეკარემ მოიგერია. თუმცა, გოლი მაინც ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს – 27-ე წუთზე რასპადორის გადაცემის შემდეგ, პოლიტანომ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავის გამოჩენა 43-ე წუთზე პოლიტანოს გადაცემის შემდეგ შეძლო – 22 წლის თავდამსხმელმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და „ვერონს“ მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.

ხვიჩამ მეორე ტაიმშიც მოახერხა თავის გამოჩენა და ისევ პოლიტანოს შესანიშნავი თამაშის წყალობით – 55-ე წუთზე მეტოქის გადაცემა რასპადორიმ ჩაჭრა, პოლიტანომ კი საკუთარი ნახევრიდან, ერთი შეხებით, შესანიშნავი პასით კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა, ხვიჩამ კი მცველი ჩამოიშორა და „ნაპოლი 3:0 დააწინაურა.

ვერონამ“ ხუთ წუთში სხვაობა დარკო ლაზოვიჩის გოლით შეამცირა – სერბმა ნახევარმცველმა ნეაპოლელთა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა.

77-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს და ტრიბუნაზე მყოფმა ნეაპოლელმა ტიფოზებმა ოვაციებით გააცილეს.

ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა და სერია A-ში მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 

პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.

ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ რვა მატჩში უკვე სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ზედიზედ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა