ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს, სანქციის სახით, 3-ჯერ მეტი ოდენობის თანხას „დაუკავებს“

ნახვები: 614 იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს, სანქციის სახით, 3-ჯერ მეტი ოდენობის თანხას „დაუკავებს“

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუ სამედიცინო პერსონალი მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი ექნება X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად გაცემა.

მისივე თქმით, თუ აქამდე მინიმალურ ანაზღაურება ექთანსა და ექიმზე ვრცელდებოდა, 2024 წლიდან სამიზნე ჯგუფი გაფართოვდება და ის მოიცავს უმცროს ექიმს, ექთნის დამხმარეს, ბებია ქალს და სხვა. ამასთან, განმარტა, რომ ახალი რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს შეეხება.

„როგორც ცნობილია, 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების პირველი ეტაპი, როდესაც ექიმისთვის და ექთნისთვის მინიმალური ანაზღაურება დაწესდა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენ 350-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ.

შემდეგ კი ამ რეფორმის წარმატებულობამ მოგვცა შესაძლებლობა, 2024 წლიდან უფრო გავაფართოოთ პროგრამა, გავრცელდეს სხვა სამედიცინო პერსონალზე, ეს არის უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, ბებია ქალი და სხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მოვიცავთ სტაციონარში მყოფ სამედიცინო პერსონალს.

ექიმისა და ექთნის რეფორმა შეეხო 15 ათასამდე დასაქმებულ პერსონალს, ველოდებით, რომ ახალი რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს მოიცავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება გაუმჯობესდება.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ჩვენ შრომის კოდექსით მონიჭებული გვაქვს როგორც გაფრთხილება, ისე დაჯარიმება. ამასთან, თუ ვნახავთ დარღვევის ფაქტებს, პირობითად თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი აქვს X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად მიცემა.

ჩვენ ვახორციელეთ როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებას. ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მოგვამართოს, მათ შორის კონფიდენციალურად. მყისიერი რეაგირება გვექნება. სანქციების საკმაოდ მკაცრია, სამმაგი ოდენობის დაკავება შესაძლოა, სოლიდური თანხა იყოს. ეს ყველაფერი რეფორმის წარმატებას განაპირობებს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი დაწესებულება დაემორჩილება დადგენილ წესებს, ეს ორიენტირებული იქნება სამედიცინო პერსონალის შრომით კეთილდღეობასა და ხარისხიან ჯანდაცვაზე“,-აღნიშნა ფერაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა