გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

დავით ნარმანია - წლევანდელი წელი ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებლით დაიხურება

ნახვები: 499 დავით ნარმანია - წლევანდელი წელი ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებლით დაიხურება

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომისია ტარიფების გადახედვას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა და წლევანდელი წელი დაიხურება რეკორდული მაჩვენებლით, რაც ორი მთავარი გარემოებითაა განპირობებული - ერთი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მენეჯმენტი დალაგდა სწორად და მეორე მხრივ - ჩვენ გვქონდა საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და შესაბამისად, ეს ჭარბი ენერგია, უკლებლივ იქნა გატანილი ექსპორტზე. ამან ქვეყანას საშუალება მისცა, რომ დამატებით უცხოური ვალუტა მოეზიდა, რაც თვითონ ენერგეტიკული ობიექტებისთვის დამატებით შემოსავალია და კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა