ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ

ნახვები: 444 გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ

ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ობიექტურად ეკუთვნის თუ რეფორმებს ატარებს და წელს ევროკავშირი შარშანდელისგან განსხვავებით, "სამართლიან გადაწყვეტილებას" მიიღებს.

„წლის ბოლოს აშშ და ევროკავშირი, სადაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მიიღებენ რაციონალურ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც ისედაც ეკუთვნოდა შარშან საქართველოს, ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ყველამ ვიცით, კანდიდატის სტატუსი ობიექტურად რა შემთხვევაში ენიჭება ქვეყანას: უნდა ტარდებოდეს რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ და მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შარშანაც ეკუთვნოდა საქართველოს. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. წელს დარწმუნებული ვართ, სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს როლი თანამედროვე მსოფლიოში და ევროკავშირი სწორ, ღირსეულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, რადგან მათ დღის წესრიგშია სტატუსის არმიღება და არეულობის მცდელობა ქვეყანაში, მაგრამ მე შემიძლია მათ ვუთხრა, რომ ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ მათ კანდიდატის სტატუსის მიღებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა