ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა

ნახვები: 415 თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა

 24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმიტი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა. პატი სმიტმა ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა.

მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს.

ლეგენდარული არტისტი პატი სმიტი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესთსელერ „Just Kids”-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმიტს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი ვარჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა.

პროექტი CORRESPONDENCES პატი სმიტსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხელებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა. 

წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.                 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა