საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

ნიკოლ ფაშინიანი - აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი

ნახვები: 419 ნიკოლ ფაშინიანი - აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი

აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.

„თავისთავად გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითით ეს ძალიან კარგად ვიცით - გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და ეს თავისთავად მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის, გზები ჩვენს ორ მეზობელთან დაკეტილია და ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს. მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო- მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის განცხადების თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა