ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ - მათი გემი იძირება

ნახვები: 421 შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ - მათი გემი იძირება

ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ. ისინი ხედავენ, რომ მათი გემი იძირება. ის გემი, რომლითაც ცდილობდნენ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რამენაირად ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს.

„ეს გემი იძირება და ახლა ამ გემიდან ზოგი გაქცევას და თავის შველას ცდილობს, ზოგი კი, პროცესისთვის რამენაირად ხელისშეშლას. მათი ბოლო მცდელობაა, რომ ეს მიღწევა რაღაცნაირად გააფერმკრთალონ. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი. ვინც ცდილობს, რომ ასეთი მიდგომები უარყოს, ეს არის ტიპური რუსული სტილი, როცა ქვეყანაში იგულისხმება არა სახელმწიფო და მთავრობა, არამედ რაღაც ჯგუფები, რომელიც მას მოსწონს. ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს უკრაინის და მათ შორის, საქართველოს

მიმართ, როცა თავის სასურველ ჯგუფებს გამოარჩევს და იმას მიიჩნევს ქვეყნად და ხელისუფლების იგნორირებას ახდენს. ეს არის იმ სტილის მიდგომა, რომელიც ოპოზიციას ახასიათებს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა