ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან დავითაშვილი - ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით

ნახვები: 484 ლევან დავითაშვილი - ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით კონკრეტული შედეგია.

„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ერთობლივი კომპანია ჩამოყალიბდებოდა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს მოემსახურებოდა. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას ხელი მოეწერა, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, მათი კვალიფიკაცია ყატარის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იყოს, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა