ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე - რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი - არა

ნახვები: 479 მიხეილ სარჯველაძე - რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი - არა

რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, მე პირადად, მაგალითად, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი - არა, რადგან აბსოლუტურად არ აქვს მას შემხებლობა რუხ ფერთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჯეიმს ობრაიენის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გულისხმობდა ის თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შემდეგ სხვა პირების სანქცირების შესაძლებლობას, სარჯველაძე აცხადებს, რომ გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება, თუმცა, აცხადებს, რომ ივანიშვილის სანქცირებისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

„რა როგორ იქნება და რა პრინციპით ხდება ეს ყველაფერი, მე გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება. არავითარი მიზეზი ამისთვის [რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს] არ არსებობს, უბრალოდ ეს არის ის, რაც თქვენ გინდათ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა