საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მილანთან“ ფრედ ითამაშა

ნახვები: 450 ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მილანთან“ ფრედ ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „მილანს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ დაასრულა – 2:2.

სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – კრისტიან პულიშიჩის გადაცემით ოლივიე ჟირუმ ისარგებლა და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანო მონახა, მაგრამ მან ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.

31-ე წუთზე კი „მილანმა“ თავისი შანსი გამოიყენა – ჟირუმ დუბლი შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ – 2:0.

მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო და 49-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მე-60 წუთზე ხვიჩას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „მილანი“ გადაარჩინა.

ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – 63-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ უნაკლოდ შეასრულა – 2:2. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „მილანი“ წაგებას გადაარჩინა.

Მატჩის მიწურულს არბიტრმა ნათანი გააძევა და „ნაპოლი“ 10 მოთამაშით დარჩა. საბოლოოდ ფრე და „ნაპოლი“ 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 18 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა