საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ყველა დრონი ჩამოაგდო

ნახვები: 465 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა 31 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში „შაჰედის“ ტიპის ორი დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 90 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ ტერიტორიებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 82-ჯერ გაუხსნეს.

კერძოდ, საჰაერო დარტყმები განხორციელდა 30-ზე მეტი დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის პეტროპავლოვკაზე, სენკოვოზე, პერვომაისკოეზე, ანდრეევკაზე, ორლოვკაზე, მარინკაზე, ნოვომიხაილოვკაზე, უგლედრზე, რობოტინოზე, ივანოვკაზე, ბერისლავზე, ნიკოლაევკაზე, ანტონოვკასა და სხვა დასახლებებზე.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ კი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება აღმოჩნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა