საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

გრიგოლ ლილუაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

ნახვები: 480 გრიგოლ ლილუაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა და რობინ დანიგანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა