საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

ილია დარჩიაშვილი - გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

ნახვები: 435 ილია დარჩიაშვილი - გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსოს მინიჭებას და ევროპულ მომავალს, რაც მეტი ოპტიმიზმით გვავსებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანია აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ბერლინში. გერმანელი კოლეგის მოწვევით ვესწრებოდი განხილვებს, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ძალიან აქტიურად საუბრობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივაზე. ჩემი აქ მონაწილეობაც და მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი ფორმატში მომხსენებლად ყოფნაც, სადაც საკითხი ეხებოდა გაფართოებას, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახულ გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ეს თავადაც მოისმინეთ გახსნით სიტყვაში, როდესაც ღიად იყო საუბარი გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე, რომელიც აუცილებლად მოიტანს თავის ღირებულ შედეგებს. ჩვენ გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, რაც მეტი ოპტიმიზმით გვავსებს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა