მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

ნახვები: 426 ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

„უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს. დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდნენ ახლობლებმა, სად ჰყავდათ ეს ადამიანები მოთავსებული," - განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს, ოპოზიციის გუშინდელ აქციებზე დაკავებულების ადვოკატმა ლიკა ტურაშვილმა. მისივე თქმით, დაკავებული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი რეგიონების წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ: გუშინ, 10 ნოემბერს, ოპოზიციამ თბილისში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გამართა, რა დროსაც პოლიციამ, ჯამში, 46 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.

„არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს. დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდნენ ახლობლებმა, სად ჰყავდათ ეს ადამიანები მოთავსებული. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ხმის ამოღებისთვის, პოზიციის დაფიქსირებისთვის გვსჯიან", - თქვა ადვოკატმა ლიკა ტურაშვილმა.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, გვიან ღამით ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს ზვიად კუპრავა, გოგა ონიანი და ბონდო თევდორაძე. გარდა ამისა, საგარეჯოს იზოლატორში არიან მოთავსებული დავით ნებიერიძე, ბადრი შუბლაძე და მურმან დუმბაძე. ნებიერიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები ერთდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა