ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანა ბუჩუკური - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს!

ნახვები: 461 ანა ბუჩუკური - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს!

ევროკომისიისგან ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მისი დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა, ლიდერის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დაკარგა, დროულად დაიბრუნოს და ამ მხრივ დაკარგული დრო აინაზღაუროს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ ურყევი და უდრეკი ბრძოლის შედეგია, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს - იმის მიუხედავად, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი ბევრჯერ გადავიხადეთ. მადლობა ქართველ ხალხს და მადლობა ევროპელ ხალხს, რადგან სირთულეების მიუხედავად, ევროპელი ხალხი ნამდვილ მეგობრებს გვერდით უდგას. ახლა თვითმიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერის სტატუსი დაიბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ყველა შეუსრულებელი რეკომენდაცია, ასევე დამატებითი პირობები რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებელია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა