პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა

ნახვები: 438 მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აშშ პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში, სავაჭრო პალატის ევროპის და ახლო აღმოსავლეთის დირექტორ კაროლ დე მილერს შეხვდა.

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, კონგრესმენთან საუბარი ძირითადად მომავალ არჩევნებს, აშშ-ს გააქტიურებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ინტენსიურ ჩართულობას შეეხო.

„მამუკა ხაზარაძემ და კონგრესმენმა მილერმა დეტალურად ისაუბრეს რუსულ პოლიტიკაზე და „ქართული ოცნების” რუსული მოქმედების მეთოდებზე, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა.

„ლელოს“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებში დასავლური, დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ, კორუფციაში ჩართულ და დაუსაბუთებლად გამდიდრებულ ყველა ჩინოვნიკს, რომელმაც ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე გადააფორმა ქონებები, დამოუკიდებელი პროკურატურის და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოუწევს პასუხის გება, რათა საქართველოში დამთავრდეს კორუფცია და რუსული მეთოდებით პოლიტიკის წარმოება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა