პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო

ნახვები: 481 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

მისივე თქმით, ევროკავშირი უერთდება მოწოდებებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ, მათ შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და სპეციალური საზღვაო მარშრუტების გაზრდით, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უსაფრთხოდ მიაღწიოს ღაზის მოსახლეობასთან.

ბორელის განმარტებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამასთან ერთად, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისა და დახმარების გაწევისკენ ყველა საჭირო ღონისძიების მეშვეობით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის პაუზებით.

ჯოზეფ ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უმეორებს თავის მოწოდებას „ჰამასს“, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს წვდომა მძევლებთან.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ჰამასის“ მიერ ფარად გამოყენებას.

„მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საბრძოლო ზონა. საომარი მოქმედებები მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე და საშინელ ზიანს აყენებს სამოქალაქო პირებსა და სამედიცინო პერსონალს. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს, რომ საავადმყოფოები, სამოქალაქო პირები საავადმყოფოებში უნდა იყვნენ დაცული. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა