ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

ნახვები: 490 თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის შვილს, თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს წუხელ, გვიან ღამით, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ელიზბარაშვილმა განმარტა, მისი შვილი იარაღით დაჭრეს, ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც, მას წუხელ, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

„სათვალთვალო კამერების კადრებში გამოჩნდება ყველაფერი, ფაქტია, რომ ჩემი შვილი დაჭრილია და ფაქტია, რომ ჩემ შვილს არ დაუწყია ეს სკანდალი და ჩხუბი, იმ ნაძირალამ დაიწყო ძაღლზე ძალადობა, განა ქუჩის ძაღლზე, ჩემი შვილის ოჯახის ოთხფეხა წევრზე, პატარა ჯიშის ძაღლზე, 2-კილომდეც არ არის.

მე ვითხოვ, ჩემი შვილის უფლებების დაცვას, თუ ის დამნაშავეა, რა თქმა უნდა, დაისაჯოს და პასუხი აგოს, მაგრამ თუ ის ყაზახია დამნაშავე, იმანაც პასუხი აგოს, მხოლოდ ჩემმა შვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი?!

ჩემი შვილი დაჭრილია, იქ სხვა არავინ იყო, ის ყაზახი და ჩემი შვილი იყვნენ, კოსმოსიდან სხვა ვერ ესროდა, ჩემი შვილი იარაღითაა დაჭრილი“, - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა