პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება

ნახვები: 456 წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.

„საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია საახალწლო ილუმინაციები. რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი განათებებით მოირთვება. მეტი ვიზიტორი ეყოლება ჩვენს ქალაქს. თბილისი, ახალ 2024 წელს, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ნაძვის ხე დაზიანდა. მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი. 16 დეკემბერს იგეგმება უკვე საახალწლო სოფლის გახსნა. სოფელი განთავსებული იქნება დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე. ეს ორი ლოკაცია იქნება. რაც შეეხება გალა - კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა