ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კალაძე - ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე

ნახვები: 493 კახა კალაძე - ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე

ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია. ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კალაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ სპეციალურად იწყება წინასაარჩევნოდ, რათა აქციების გამართვას ხელი შეეშალოს.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კარგად იციან, რომ არჩევნებზე მათი შანსები ნულს ქვემოთ არის. კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურთ, გაუგებარია, რატომ შეუშლით ხელს შენობების რეაბილიტაცია. ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამ რეაბილიტაციას არ სჭირდება გზების გადაკეტვა. სამუშაოები როცა დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია, მაშინ კი მოგვიწევს დროებით  ქუჩის გადაკეტვა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა