ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?

ნახვები: 391 ლევან ხაბეიშვილი - არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?

რამდენიც არ უდნა გვეძახონ, რომ „ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას“, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხელ უკვე ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, შესაბამისად, ახლაც გაიმარჯვებენ და ემსახურებიან ხალხს "წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები".

„არ მოგენატრათ გამარჯკვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ, რომ კიდევ ერთხელ დავძახოთ: "საქართველოს გაუმარჯოს?" რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ "ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას", ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არასდროს დავნებდებით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ამოგვიყვანია ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც, ასევე, დავამარცხებთ; ასევე ავაშენებთ; ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები. დიდება საქართველოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პუტინის ტყვეს!", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო და ის მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით განხორციელდა.

„ვარდების რევოლუცია, რომელიც მოხდა მიხელ სააკაშვილის ლიდერობით, ეს იყო მოვლენა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო.

ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის ადგილიც ევროპაშია“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა