ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე - ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი ინკლუზიური იყოს

ნახვები: 494 მიხეილ სარჯველაძე - ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი ინკლუზიური იყოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად და სრულფასოვნად წარიმართოს.

სარჯველაძის თქმით, იმედი აქვს, შარშანდელთან შედარებით გაზრიდილი იქნება იმ ოპოზიციონერთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

„ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება, თანმდევი იყოს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროცესში მონაწილეობის არმიღების თვალსაზრისით. ეს რისკები გასათვალისწინებელი იქნება, რათა პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ მათი მხრიდან ცრუ ბოიკოტით პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს. იმედი მაქვს, იმ ოპოზიციონერთა რიცხვი, ვინც სამუშაო პროცესში ჩაერთვება, უფრო მეტი იქნება, ვიდრე შარშან იყო“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა