ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ნახვები: 478 ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ანონიმურად ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კატარელი შუამავლები მუშაობენ მხარეებთან სიებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

დღეს, დილით ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ გადასცა 11 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებასაც დაჯგუფება დღეს გეგმავს. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ამჟამად სიას სწავლობენ უსაფრთხოების სამსახურები.

ამასთან, მხარეები ზავის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ცეცხლის შეწყვეტის თითოეული დღის სანაცვლოდ, ისრაელი „ჰამასისგან“ 10 მძევლის გათავისუფლებას ითხოვს. თითოეული გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის ნაცვლად, ისრაელის ხელისუფლება სამ პალესტინელ პატიმარს ათავისუფლებს.

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ღაზაში ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 184 ადამიანი, მათ შორის 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 80 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისრაელელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა