ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დმიტრო კულება - უკრაინის სტრატეგიული ამოცანა, 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება

ნახვები: 473 დმიტრო კულება - უკრაინის სტრატეგიული ამოცანა, 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება

უკრაინის სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატი არ უარყოფს, რომ კიევს ესმის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობების შესახებ იდეები, თუმცა კულებამ მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავიანთ მთავრობებს უნდა შესთავაზონ მსგავსი – ვინმესთვის საკუთარი ტერიტორიის, ხალხის ნაწილის მიცემა. გააკეთონ ეს თავად და ჩვენც დავინახავთ, შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, ბრძოლის ველზე შექმნილი ჩიხის შესახებ დასმულ შეკითხვას მინისტრმა მოკლედ უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე ჩიხი არ არის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებისკენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა