პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ლევან ხაბეიშვილი - შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ექვემდებარება“

ნახვები: 474 ლევან ხაბეიშვილი - შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ექვემდებარება“

ყველა ჩემი საჯარო გამოსვლა უკავშირდებოდა ერთობას, არ არსებობს ეთერი, სადაც მე არ ვსაუბრობდი, რომ ღია კარის მტვრევაა ის, რასაც სამწუხაროდ კონკრეტული ადამიანი, ადამიანები აკეთებდნენ, მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ვთქვით, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეუერთდება მანიფესტს და გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს მომდევნო სხდომაზე კიდევ დაემატებიან ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.

„23 ნოემბერს ჩატარდა ძალიან კარგი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს, ამის შემდეგ კიდევ კონკრეტულ ადამიანებს შეეძლოთ, საჯაროდ ესაუბრათ ამაზე, მაგრამ ზოგი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება, რასაც ვსაუბრობ. ამის შემდეგ, დღეების განმავლობაში, ამ კონკრეტულ ადამიანებთან ვმუშაობდით, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო, მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტსაბჭოზე კონკრეტული ადამიანები კიდევ  შემოუერთდებიან ამ მანიფესტს. ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას, შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ექვემდებარება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა