ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს

ნახვები: 439 საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი იმართება, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და წარმოადგენს CAREC-ის მაღალი დონის სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკის ორგანოს.

მინისტერიალი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ღონისძიებაში CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

CAREC-ის პროგრამა, რომელშიც ამჟამად 10 ქვეყანაა ჩართული, მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.

საქართველო არის ერთ-ერთი ინიციატორი მხარდამჭერი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.

22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. კარეკის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონი კლიმატის რისკების მიმართ გახდეს მედეგი და ძალისხმევა მიმართოს სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

მინისტრთა კონფერენციაზე იმსჯელებენ CAREC-ის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე: ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა. აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

მინისტერიალი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და მოხდეს უცხოური და ქართული ბიზნესების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა