ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - მინდა, გთხოვოთ, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვისა თუ ინტერპრეტაციის გამო

ნახვები: 456 ლევან ხაბეიშვილი - მინდა, გთხოვოთ, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვისა თუ ინტერპრეტაციის გამო

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა - უმნიშვნელოვანესია ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ერთმანეთზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და დაყოფა არ არის ის, რაც დღეს ჩვენ ხალხს, საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.

„ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს.

პოლიტიკურ საკითხებს გავარკვევთ, გავარჩევთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ პოლიტიკოსები. გარკვეულმა განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს საერთო მიზნისკენ სიარულში, ეს მიზანი კი მკაფიოა - საქართველოს ევროპული მომავალი. მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ხალხთან, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ საპასუხოდ და შესაბამისად მედიების, ჟურნალისტების უმრავლესობას მოეხსენება, რომ ყველა ჯერზე ვცდილობ ამომწურავად ვუპასუხო ყველა დასმულ შეკითხვას.

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს, მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო.

ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა