ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს

ნახვები: 468 საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია, საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.ინფორმაციის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგადახდო ბარათის, ინტერნეტ/მობაილ-ბანკის საშუალებით ან/და სხვა გზით განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებულ), აგრეთვე არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, მათი შესრულების ვადის დარღვევას, გადახდის ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს შემთხვევას.

„გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. დავების განმხილველი კომისიის, როგორც გადახდების სფეროში დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმის შექმნა უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა