ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია

ნახვები: 388 2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია

„პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ  გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

 

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდენტობას და მიზნებს. ფილმებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, “პოსტრედის” ისტორიას მისი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვიამბობს:

 

 

„9 წლის წინ, როცა კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი დევიზი იყო „ნიჭს არ აქვს საზღვრები.“ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით 3 არტისტი, რომლებსაც გვჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. გადავწყიტეთ, ხელოვნებით გაგვერღვია საზღვრები და გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, გვემუშავა ყველაზე დიდ საერთაშორისო პროექტებზე.

 

ხმის დიზაინი და მუსიკა ის საქმეა, რომლითაც დავიწყეთ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველი წლები აქტიურად ვთანამშრომლობდით ქართულ კინო და სარეკლამო ინდუსტრიასთან. გვქონდა პატივი გვემუშავა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, და ა.შ. თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საზღვრების გარღვევა და უფრო დიდ ასპარეზზე გასვლა, რისთვისაც ბევრი წელი და დიდი შრომა დაგვჭირდა.

 

დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ჰოლივუდია, ჩვენი საქმიანობის არეალი კი - ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ამ სფეროში მსხვილ სექტორებთან კოლაბორაცია დიდი გამოცდილება და იმის დამტკიცებაა, რომ ნიჭს საზღვრები მართლაც არ აქვს. ამას ის დიდი საერთაშორისო პროექტებიც ადასტურებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ვიმუშავეთ. Ferrari (2023), Thanksgiving (2023), Euphoria(2022), Scream 6 (2023) - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო კომპანიების კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ ბაზარზე უფრო კარგად გვიცნობენ, ვცდილობთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და ჩვენს ქვეყანასაც გავუზიაროთ

 

გამოცდილება. სწორედ ამიტომაც, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევასწავლოთ ხმის დიზაინი დევიზით - „აკეთე, რაც გიყვარს.“

 

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძალიან ძლიერია სტერეოტიპი, რომ ხელოვნება მხოლოდ გასართობი სფეროა, რომელსაც ქველმოქმედების მიზნით ფული სულ იქით უნდა უხადო. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და იმის დამტკიცება, რომ არტ-ინდუსტრია ბიზნესისთვის დიდი და მომგებიანი ასპარეზია, ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს ვაკეთებთ.

 

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობაც დიდწილად ამ მოტივით გადავწყვიტეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი და ამით ბიზნეს სექტორს დავანახეთ, რომ არტი არ არის სფერო, რომელსაც მხოლოდ უნდა დაეხმარო, არამედ ეს არის მომგებიანი ბიზნესი, თავისი დიდი ბენეფიტებით. ჩვენმა კომპანიამ სწორედ ამის პრეცენდენტი შექმნა საქართველოში. ქვეყნის მთავარ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაც „პოსტრედის“ გუნდისთვის სწორედ ამ იდეის ვალიდაციაა.

 

როგორც გამარჯვებულ კომპანიას, ჯილდოს არჩევის საშუალება გვქონდა. ჩვენ

ბრენდინგი ავირჩიეთ და თიბისისა და კომპანია „ჰოლი მოტორსის“ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ „პოსტრედის“ რებრენდინგზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, მივიღეთ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ბრენდი, როგორც სოციალური იდენტობა, ათწლეულებს გაუძლებს. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ ახალი ბრენდითა და ახალი ძალებით შევედით ახალ, ვიდეოთამაშების საერთაშორისო ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში კომპანიის წარმადობა ფაქტობრივად გაორმაგდა.

 

მიმაჩნია, რომ მსგავს დაჯილდოებებში მონაწილეობა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანი და ხარისხიანია. შეიძლება პირველ ჯერზე ვერ გაიმარჯვო, მაგრამ მსგავს კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც გუნდს თავდაჯერებულობას და ძალას ჰმატებს.”

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა