მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„დაქოქილი თოჯინა“ - დაპირსპირება სააკაშვილის პროცესზე

ნახვები: 431 „დაქოქილი თოჯინა“ - დაპირსპირება სააკაშვილის პროცესზე

რა დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკობთ?" - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლე დავით კურტანიძეს, რამაც მოსამართლესა და ადვოკატებს შორის დაპირდაპირებია გამოიწვია.

სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება შესთავაზა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლეები სამართლებრივად ვალდებულნი არიან, რომ პენიტენციურ სამსახურს დაავალონ ბრალდებულის სხდომაზე ეტაპირება უზურნველყონ.

„რა დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკობთ? თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. ერთი და იგივეს საუბრობთ დისტანციურ ჩართვაზე. თქვენი მიზანი არის, რომ სააკაშვილი აქ არ იყოს. ამ ტონით ნუ ლაპარაკობთ, როდესაც უკანონო დავალებებს ასრულებთ, როდესაც არ აძლევთ სამართლებრივ შეფასებას, როდესაც არ მოგყავთ მიხეილ სააკაშვილი აქ. მე ხელი დამიბანია, მოთხოვნა ხო გავგზავნე, იმასაც ვერ ბედავთ დედანი დოკუმენტები გვაჩვენოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ

მოსამართლის თქმით, სასამართლო მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ დროს უზრუნველყონ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

„მოყვანა არ არის თვითმიზანი", - განაცხადა მოსამართლე დავით კურტანიძემ.

შეგახსენებთ: დღეს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა