ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ - ყველაფერი, რასაც ახალი წელი მოჰყავს

ნახვები: 329 მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ - ყველაფერი, რასაც ახალი წელი მოჰყავს

7-10 დეკემბერს, საქართველოში პირველად, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისისა და Visa-ს მხარდაჭერით მოეწყობა.

პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ - ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, თავის მოვლის, ტექნიკის, პარფიუმერიის, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

„ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შეძენა სტუმრებს სპეციალური პირობით შეეძლებათ. 40%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზე თიბისის Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, დამატებით მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ბიბლუსის, პეპელასა და XS სათამაშოების  ნებისმიერ პროდუქციაზე.

რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, რომელთა შორის, ტექნიკის, თავის მოვლის, კვებისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები არიან, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ.

საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც.  „ბიბლუსის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, თიბისი და Visa-ს ერთობლივ სივრცეში საინტერესო სიურპრიზებით გიმასპინძლებთ.

წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ.

არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის!

ესტუმრეთ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალს, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა