პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

„თიბისის“ მხარდაჭერით, რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

ნახვები: 470 „თიბისის“ მხარდაჭერით, რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„თიბისისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს უკვე აქვთ სტუმრობისა და ქართული წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა.

„აქ დახვდებათ, როგორც უფროსებისთვის შერჩეული ქართული და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა, ასევე, პატარებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურაც.

პროექტის მიზანი ქართული ენის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერაა. რომში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ გზით, სხვადასხვა ასაკის ქართველი ემიგრანტებისთვის, ხელმისაწვდომი ხდება მრავალფეროვანი ჟანრის ქართულენოვანი ლიტერატურა.

„თიბისის“ მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა ქართული წიგნის კუთხეები: თურქეთში - სინოპში, იტალიაში - რომსა და ნეაპოლში.

„თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა