ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის - PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოქვეყნდა

ნახვები: 446 მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის - PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოქვეყნდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს.

„კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო განათლების მდგრადობის ერთგვარი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა საგანმანათლებლო სისტემები, სკოლები და მოსწავლეები მთელ მსოფლიოში მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას. PISA 2022 წლის მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ გლობალურ გამოწვევას განათლების სისტემებმა, სკოლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიასთან (Covid-19) მიმართებაში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან მიმართებაში 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არც ერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.

მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა).

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა