პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ჯოზეფ ბორელი - გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს

ნახვები: 487 ჯოზეფ ბორელი - გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპულ სახელმწიფოებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

„ვთხოვ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და თანამოაზრე პარტნიორებს მხარი დაუჭირონ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას“, - დაწერა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი ღაზაში თავიდან აიცილოს.

ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მან განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, კატასტროფა თავიდან აიცილოს. გუტერეშის მოწოდებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდაჭერას წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა