ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„თიბისი“ - „თიბისის“ ციფრული ბანკში ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახდა

ნახვები: 434 „თიბისი“ - „თიბისის“ ციფრული ბანკში ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახდა

„თიბისის“ ციფრული ბანკში ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - ავტოპილოტით ინვესტირება დაემატა, რომელიც 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.

„პროცესი მარტივია: განაახლე აპლიკაცია, შეარჩიე ციფრულ ბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; შენთვის ხელსაყრელი გრაფიკი - ყოველდღიური, ყოველკვირეული, ან ყოველთვიური და თანხა.

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, პერიოდულად, წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.

ახალი ფუნქციონალი გრძელვადიან ინვესტირებში დაგეხმარება, რაც დროში გამოცდილი სტრატეგიაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად, ამერიკული საფონდო ბირჟის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს, მაგალითად, S&P 500 ინდექს ფონდში 100 ლარის ყოველთვიური ინვესტირებით, 10 წელიწადში შენი პორტფელის სავარაუდო ღირებულებამ, საფონდო ბირჟის სტაბილურობის შემთხვევაში, შეიძლება 24 000 ლარს მიაღწიოს. შედარებისთვის, ყულაბაში დაგროვილი იგივე თანხის მოცულობა, 10 წლის შემდეგ, 2 ჯერ ნაკლები - 12 000 ლარი იქნება. თუმცა, გაითვალისწინე, რომ საფონდო ბირჟას მერყეობა ახასიათებს, ამიტომ 10%-იანი ამონაგები ყოველწლიურად გარანტირებული არ არის.

დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით „თიბისის“ ციფრულ ბანკში: https://link.tbc.ge/Investing6 „-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა