პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტუსკი - ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე

ნახვები: 414 დონალდ ტუსკი - ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე

ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე, - ამის შესახებ მედიასთან საუბარში დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ტუსკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს.

„საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. მისი მოსკოვთან და პუტინთან ურთიერთობები ორგანულია და არ ვფიქრობ, რომ ჩემს რწმენას საგრძნობლად შეუძლია მისი დამოკიდებულების ცვლილება.

დღეს ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს არ ვართ,” - განაცხადა ტუსკმა.

მან აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობა ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგადაც პოლონეთმა უკრაინისადმი გადაცემული იარაღისთვის ევროკავშირისგან 800 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

პოლონეთის სავარაუდო მომავალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხისტი იქნება ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, სადაც უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღიდან ლიდერების უმრავლესობა პოლონეთის აზრს გაითვალისწინებენ ხოლმე, როდესაც საუბარი იქნება უკრაინულ საკითხებზე და როდესაც საუბარი იქნება უნგრეთსა და ორბანზე“, - განაცხადა ტუსკმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა არგუმენტებსა და მეთოდებს გამოიყენებს, რათა ორბანის დამოკიდებულების „ნეგატიური შედეგები მაინც აღმოფხვრას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა