პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“

ნახვები: 413 ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“

ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“ სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.

„ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა "ნაცმოძრაობაში" პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად ეს ყველაფერი ბუნებრივია დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა