ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კალაძე - 15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები

ნახვები: 460 კახა კალაძე - 15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები

15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი გაიხსნება.

„საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს დედაქალაქში. 15 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება და ამავდროულად, ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება 15 დეკემბერს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, მეორე დღეს, საახალწლო სოფლის გახსნა გვექნება ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეების გატარებას, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფელში, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვის დღის განმავლობაში, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები. საღამოს იქნებიან ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავები, ასევე ელექტრონული მუსიკა. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. თოვლის ბაბუაც გვესტუმრება, რომელიც თავის სახლში განთავსდება და პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თოვლის ბაბუა და თავიანთი სურვილები გაანდონ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა