პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენმა და მე ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უკრაინის სიძლიერე 2024 წელს

ნახვები: 424 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენმა და მე ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უკრაინის სიძლიერე 2024 წელს

პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი სიძლიერე მომავალი წლისთვის, ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, 2024 წელს დაგვეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა სამ ელემენტზე, საჰაერო თავდაცვაზე, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრა.

პირველ რიგში, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების და რუსული ლოგისტიკის განადგურების მნიშვნელობას.

”ჩვენი მიზანია საჰაერო ბრძოლაში გამარჯვება, რუსული საჰაერო ბატონობის განადგურება. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდა ამერიკულ თავდაცვის კომპანიას და მიიღო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ უფრო სწრაფად და ეფექტურად. "უკრაინასა და ამერიკას ერთად შეუძლიათ დემოკრატიის არსენალის გარდაქმნა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მესამე საკითხი, რაზედაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო. მისი თქმით, ბაიდენს განუცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა