პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ მათ ვინც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას სთავაზობს : მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ?

ნახვები: 424 ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ მათ ვინც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას სთავაზობს : მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ?

როგორ შეუძლია უკრაინას უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქმე მხოლოდ ჩვენს სიტყვებში ან აზრებში არ არის. საკითხავია, რისთვის ვართ მზად და რისთვის არა? როგორ შეუძლია უკრაინას, უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ, იქ ბავშვები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ისინი ყველა უკრაინული საზოგადოების ნაწილი არიან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობა იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შვილები ტერორისტებს გადასცე. ”ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ ჩაგრავენ, აუპატიურებენ, კლავენ. საქმე მხოლოდ მიწაში არ არის, საქმე ცოცხალ ადამიანებში, მათ ბედში, მათ ისტორიებშია. საქმე ამ ოჯახებში, მათი შვილებშია. მივცეთ ბავშვები? არ ვიცი, ვინ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მათთან: მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ? მგონი არა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა