პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 429 გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმები უმრავლესობით მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153 წევრმა ქვეყანამ, 10 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი, წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 23-მა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ და უკრაინამ, თავი შეიკავა.

ისრაელმა რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სარგებელს მოუტანს ტერორისტებს. ”ცეცხლის შეწყვეტა სარგებელს მხოლოდ ტერორისტებს მოუტანს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის. ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი კიდევ უფრო მეტი ისრაელელისა და ღაზელისათვის“, - განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა გაერო-ში, გილად ერდანმა.

გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული დღეა გენერალური ასამბლეის მიერ გაგზავნილი ძლიერი გზავნილის თვალსაზრისით.

”ჩვენი კოლექტიური მოვალეობაა გავაგრძელოთ ეს გზა, სანამ არ დავინახავთ ამ აგრესიის დასრულებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ”, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა