პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

ნახვები: 457 რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, წინასწარი ინფორმაციით, მათ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა. ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დნეპრის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი, ბავშვთა საავადმყოფო, გზის სავალი ნაწილი და წყალმომარაგების ქსელი დააზიანა.

 

მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 34 დაშავებულის შესახებ. აქედან 15, მათ შორის 2 ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე დახმარება კი 19-მა ადამიანმა მიიღო.

 

ამასთან, რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა დესნიანსკის რაიონშიც, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხანძარი გამოიწვია. ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა