პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს

ნახვები: 452 სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით „რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს”.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე რა შედეგი ექნება ევროპულის საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება.

„ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. მაგრამ ვფიქრობ არაფერი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, სანამ ის არ გაკეთდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა