პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რობერტა მეცოლა - ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე

ნახვები: 465 რობერტა მეცოლა - ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე

ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინაზე და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერია.

„ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი ინსტრუმენტი. ეს არის ორმხრივი სარგებელი ყველასთვის. ჩვენ ეს წარსულში ვნახეთ. დღეს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, რადგან თუ ჩვენ ვიძლევით იმედს, ამას თან უნდა ახლდეს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. სხვა შემთხვევაში, იმედი გაქრება და მეორე, ამ სიცარიელეს შეავსებენ ისინი, ვინც ხელს უწყობს არასტაბილურობას ჩვენს უშუალო სამეზებლოში. ეს არცერთ ჩვენგანს არ სურს. ჩვენ დღეს და ხვალ გავაგზავნით მკაფიო შეტყობინებებს. როგორც მანამდე ვთქვით, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას პირველ რიგში უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდეგი ნაბიჯების განხილვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა