ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან

ნახვები: 478 ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან

სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, შექმნას და აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სატრანსპორტო კომუნიკაციების როლი მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ზოგადად მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„დღეს ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზე და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ აღვნიშნო სომხეთის მზადყოფნა, გადადგას ძალიან ეფექტური და რეალური ნაბიჯები ჩვენს რეგიონში კომუნიკაციების გასახსნელად. სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, შექმნას და აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. უფრო მეტიც, ორი მანამდე არსებული რკინიგზის მეშვეობით. პირველი არის ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანის ყაზახს სომხეთის ტავუშის რეგიონთან, მეორე არის სამხრეთის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანთან. ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონები შეიძლება, დაუკავშირდეს ნახიჩევანს და გარე სამყაროს ასევე ჩრდილოეთ მარშრუტით. ჩვენ ეს მზადყოფნა ოფიციალურად გამოვხატეთ, ასევე, გზატკეცილების შესახებ, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი მარშრუტები, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს რეგიონს. არსებითად, სომხეთს შეუძლია, დააკავშიროს სხვა ქვეყნები ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ მსოფლიოს გზაჯვარედინზე. ამავე დროს, იგივე მზადყოფნას გამოვთქვამთ როგორც სომხეთ-თურქეთის რკინიგზის გახსნის, ასევე სომხეთ-თურქეთის ორი ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციის კუთხით, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მარტო ჩვენს რეგიონზე, არამედ ზოგადად საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, კულტურულ, პოლიტიკურ კავშირებზე, გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა