პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ხატია დეკანოიძე - მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა

ნახვები: 452 ხატია დეკანოიძე - მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა

კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება - ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა ქვეყნის ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ყოფილიყო ერთად და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის.

„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება. ეს იყო ერთიანი ზეიმი და საქართველოს მოქალაქეთა ზეიმი, ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ის საკუთარ პარტიულ ღონისძიებად გააფორმა. პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. მისი განცხადებები, ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა პრემიერის ანგარიშის წარდგენას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი და აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებულს მოისმენს და დიდი ალბათობით, იქნება პოპულისტური განცხადებები.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი მოსულიყო პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის წინაშე გაეკეთებინა ეს ანგარიში. არ ვფიქრობ, რომ რაიმე იქნება. ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად მიეძღვნება პოპულისტურ განცხადებებს. მნიშვნელოვანი იქნებოდა გაგვეგო, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ გეგმის შესრულებას, რაც 9 ნაბიჯის შესრულებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად. მაგალითად, სოციალურ დახმარებებზე არის საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი, რაიონებში, პრაქტიკულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ამ ნაწილში მე რაიმე ღირებულს არ ველოდები და ვფიქრობ, იქნება იგივე გზავნილები, რაც გააჟღერა მან რამდენიმე დღის წინ, როცა საქართველოს უნდა ეზეიმა ნამდვილად ერთიანი პოზიციით კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა